შემადგენლობა ცნობილია - სანიოლი მაინც ლორიას ენდო, ფლანგებზე ბათუმელები ითამაშებენ #1TVSPORT
ვილი სანიოლმა დაასახელა შემადგენლობა, რომლითაც დღეს საქართველოს ნაკრები შემოდგომის პირველ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს – ვილი სანიოლის გუნდი ბათუმის ახალ არენაზე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში კოსოვოს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა:
ლორია – ჩაბრაძე, ხოჭოლავა, კაშია, აზაროვი – კანკავა აბურჯანია – წიტაიშვილი, კიტეიშვილი, ყაზაიშვილი – ქვილითაია
სათადარიგოები: კუპატაძე, მამარდაშვილი, კაკაბაძე, გიორბელიძე, ლოჩოშვილი, დაუშვილი, ალთუნაშვილი, მამუჩაშვილი, დავითაშვილი, ჯიღაური, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე
ყველაზე თავლსაჩინო ამბავია – სანიოლმა გიორგი მამარდაშვილი ძირითადში არ დააყენა, რადგან როგორც თქვა, გიორგი ლორიათი უკმაყოფილების მიზეზი არ ჰქონია.
ფლანგებზე ბათუმის „დინამოს“ მცველები, გოგა ჩაბრაძე და ირაკლი აზაროვი ითამაშებენ, ხოლო ოთარ კაკაბაძე და გურამ გიორბელიძე სათადარიგოებში არიან.
საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაშია დებიუტანტი გიორგი წიტაიშვილი, რომელმაც უკრაინის ნაცვლად საქართველოს პასპორტი წელს მიიღო.
საქართველოსა და კოსოვოს მხარეს ნაკრებთა დაპირისპირება 20:00 საათზე ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება. ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.