ვილი სანიოლმა ფიფა გააკრიტიკა - ასეთი მჭიდრო კალენდარი ტრავმის რისკს ზრდის #1TVSPORT
გამოცემამ Mundodeportivo ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთისა და საქართველოს ეროვნული გუნდების მატჩამდე ორივე ნაკრების მწვრთნელებს, ასევე ესპანელთა კაპიტან ალვარო მორატას კომენტარი არსებულ საფეხბურთო კალენდარზე ჩამოართვა.
გამოცემა დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება არსებული კალენდარი მოთამაშეების ინტერესებს და ხომ არ არის მჭიდრო სათამაშო გრაფიკი ტრავმიანობვის მიზეზი.
„საფეხბურთის კალენდარი ძალიან გადატვირთულია. ამით მოთამაშეები სულ უფრო და უფრო ზარალდებიან. ეს თემა ესპანეთი-საქართველოს მატჩამდეც განიხილებოდა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შეკითხვას მკვეთრი პასუხი გასცა, ხოლო ლუის დე ლა ფუენტემ და ალვარო მორატამ საკითხის განხილვას ასევე მხარი დაუჭირეს“, – წერს გამოცემა.
„კალენდარი ახლა ძალიან ინტენსიურია. საბოლოოდ, თუ წელიწადში ფეხბურთელი სისტემატურად 60 მატჩს ჩაატარებს, ლოგიკურია, რომ ტრავმიანობის მეტი რისკი იქნება. მოთამაშეები და მწვრთნელები ამ ტენდენციის შეჩერებას ითხოვენ, რადგან ასეთი დატვირთვა საბოლოოდ სპორტს წერტილს უსვამს და ნადგურდებს“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა.
ლუის დე ლა ფუენტე:
„უნდა ვაღიარო, რომ ამ თემის შესწავლა მოუწევს იმ ხალხს, ვინც კალენდარზე მუშაობს. ისიც ძნელია, გუნდებმა საკუთარ ინტერესებზე უარი თქვან და ყველასათვის მისაღები კალენდარი შედგეს, რომელიც ფეხბურთელებს ხელი არ შეუშალის და ტრავმების არიდებაში დაეხმარება“.
ალვარო მორატა:
„ფეხბურთელებს არავინ არაფერს გვეკითხება. რაც მეტი თამაშია, მით მეტია ტრავმის რისკი. ერთადერთი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, არის ის, თუ როგორ მოვუაროთ საკუთარ თავს და მოვამზადოთ, მაგრამ ზოგჯერ ეს საკმარისი არ არის“.