ვილი სანიოლმა ევრო 2024-ისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)
მცველები: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (პანეტოლიკოსი, საბერძნეთი).
ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია (პანეტოლიკოსი, საბერძნეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ).
აღსანიშნავია, რომ სიაში არაა დონეცკის „შახტარის“ მცველი ირაკლი აზაროვი, რომელიც სანიოლმა ბოლო სანაკრებო შეკრებაზეც არ მიიწვია.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად მოხვდა.
პირველ შეხვედრას სანიოლის გუნდი 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთთან ჩაატარებს, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს შეხვდება, ხოლო 26 ივნისს გელზენკირხენში – პორტუგალიას.
კონტინენტის პირველობამდე საქართველოს ნაკრებს ამხანაგური მატჩი 9 ივნისს მონტენეგროსთან აქვს დაგეგმილი.