ვილი სანიოლი - ვეცდებით, კარგი განწყობით გავიდეთ მოედანზე და გულშემატკივრები გავახაროთ #1TVSPORT
ვილი სანიოლი - ვეცდებით, კარგი განწყობით გავიდეთ მოედანზე და გულშემატკივრები გავახაროთ #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მაროკოს ნაკრებთან გასამართ ამხანაგურ მატჩამდე შარჯაში ბოლო ვარჯიში გამართა, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კი კომენტარი გააკეთა.

ვილი სანიოლი: „ამხანაგურ მატჩს, როდესაც ტრავმირებული ფეხბურთელებით ხვდები, ეს შესაძლებლობას გაძლევს, ახალი მოთამაშეები გამოსცადო. ამჯერად, ჩვენთან იმყოფებიან გოჩოლეიშვილი და საზონოვი. ახალი ფეხბურთელების დამატება ყოველთვის კარგია, რადგან მათ სიახლე შემოაქვთ გუნდში.

– ეროვნული ნაკრების თითოეული თამაში მნიშვნელოვანია, მათ შორის ამხანაგური შეხვედრები. ჩემი გუნდისგან იმავე შემართებას და დისციპლინას ველი, როგორც ეს გასულ შეხვედრებში იყო. სასიამოვნო იქნება, საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე წლის კარგად დასრულება.

– შესაძლოა, ცოტა უჩვეულო სიტუაციაში ვართ, რადგან თამაში ნეიტრალურ მოედანზეა და სრული შემადგენლობით მხოლოდ ერთხელ ვივარჯიშეთ. ვეცდებით, რომ კარგი განწყობით გავიდეთ მოედანზე, გავახაროთ გულშემატკივრები და მოვემზადოთ საკვალიფიკაციო ეტაპისთვის“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

– მაროკოსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური თამაში შარჯას სტადიონზე 17 ნოემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. ეროვნული გუნდის წლის ბოლო მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.