ვილი სანიოლი უეფა-ს კონფერენციაზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო - საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა განვლილ ევრო 2024-ზე ისაუბრა #1TVSPORT
ბერლინში უეფა-ს წევრი ქვეყნების ეროვნული ნაკრები გუნდების მწვრთნელებისა და ტექნიკური დირექტორების მე-14 კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი ევრო 2024-ის აღმოჩენის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი იყო.
„ჯვაროსნების“ დამრიგებელი პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა. მან გერმანიის (იულიან ნაგელსმანი), პორტუგალიის (რობერტო მარტინესი) და საფრანგეთის ნაკრებების (დიდიე დეშამი) მწვრთნელებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილების შესახებ ისაუბრა.
ორდღიანი კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ასევე სფფ-ის ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე.