ვილი სანიოლი - პორტუგალიასთან თამაშისთვის ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, თქვენ ამ ყველაფერს პოლიტიკას უკავშირებთ, რისგანაც მე შორს ვარ, მინდა, მივიღო სწორი გადაწყვეტილება მხოლოდ საფეხბურთო ფაქტებზე დაყრდნობით #1TVSPORT
ვილი სანიოლი - პორტუგალიასთან თამაშისთვის ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, თქვენ ამ ყველაფერს პოლიტიკას უკავშირებთ, რისგანაც მე შორს ვარ, მინდა, მივიღო სწორი გადაწყვეტილება მხოლოდ საფეხბურთო ფაქტებზე დაყრდნობით #1TVSPORT

პორტუგალიასთან თამაშისთვის ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. თქვენ ამ ყველაფერს პოლიტიკას უკავშირებთ, რისგანაც მე შორს ვარ, მინდა, მივიღო სწორი გადაწყვეტილება მხოლოდ საფეხბურთო ფაქტებზე დაყრდნობით, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადა.

სანიოლის თქმით, ბუდუ ზივზივაძემ თურქეთთან რამდენიმე წუთი ითამაშა, ჩეხეთთან კი მოედანზე სხვა მოთამაშის შეშვება ამჯობინა.

„მახსოვს, ექვსი-შვიდი თვის წინ ბევრი ადამიანი მაკრიტიკებდა, როდესაც მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე დავტოვე და ბუდუს ძირითადი შემადგენლობიდან დავაწყებინე. ახლა კი ვიღაც ბრიყვები ყოველდღიურად ბევრს მაკრიტიკებენ საფეხბურთო მიზეზების გარეშე და ამის მიღება აღარ შემიძლია. მე საფეხბურთო მწვრთნელი ვარ და ეს ყველასთვის ნათელია. ვინ ითამაშებს და ვინ – არა, მე ვწყვეტ. სულ ეს არის. ბოდიში ასეთი ტონისთვის, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღეა, ამის გამო ძალიან ცუდ გუნებაზე ვარ“, – განაცხადა ვილიო სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.