ვილი სანიოლი - პოლიტიკურ თემაზე კომენტარს მოვერიდები, მე უცხოელი მწვრთნელი ვარ #1TVSPORT
ვილი სანიოლი - პოლიტიკურ თემაზე კომენტარს მოვერიდები, მე უცხოელი მწვრთნელი ვარ #1TVSPORT

ვილი სანიოლმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასებისგან თავი შეიკავა, – საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავკაცის თქმით, მწვრთნელი პოლიტიკას უნდა გაემიჯნოს.

„რაც შეეხება უკანასკნელ მოვლენებზე მოთამაშეთა დაფიქსირებულ პოზიციას, ეს მათი საქმეა – სპორტსმენებს საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პოზიციის გამოხატვის უფლება აქვთ და ამას სოციალური ქსელებით ახერხებენ.

საქართველოში ვსაქმიანობ და, ბუნებრივია, მოვლენებს თვალს ვადევნებ. პირადად მე ეს ქვეყანა მიყვარს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ კონკრეტულ პოლიტიკურ თემაზე პოზიციას არ დავაფიქსირებ, რადგან მე უცხოელი მწვრთნელი ვარ და კომენტარს მოვერიდები“, – ამბობს ვილი სანიოლი.