ვილი სანიოლი - ლობჟანიძეს აქვს შესანიშნავი მენტალიტეტი, ნეტავ ყველას გადაედოს მისი ასეთი დამოკიდებულება 1TVSPORT
გიბრალტარის ნაკრებთან ერთა ლიგის პირველი მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შეაფასა.
„გიბრალტარი პატარა გუნდია, მაგრამ გვინდოდა, რომ მოგვეგო. დასაწყისი და ბოლო კარგი იყო, მაგრამ თამაშის შუა ნაწილი არ მომეწონა.
საკმაოდ ძლიერ გუნდებთან მოგვიწევს თამაში. მაგრამ არ მინდა შემდეგ მატჩზე საუბარი.
მიქაუტაძე სრულიად განსხვავდებოდა იმისგან, რაც იყო ოქტომბერში, მომატებული აქვს მას შემდეგ, როდესაც ნაკრებში არ გამოვიძახეთ. ფაქტია, რომ დღეს გამოჩნდა – აღმოფხვრა ბევრი ნაკლი და დღეს ძალიან ბევრი იშრომა.
ლობჟანიძე ძალიან მომწონს, ის ფიქრობს არა საკუთარ თავზე, არამედ გუნდზე – ვნახეთ, ბოლო ორი გოლი მის პასებს მოჰყვა. როგორი კარგი პასები შეასრულა. ახლა მთავარია, ძალები აღვიდგინოთ და შემდეგი მატჩისთვის კარგად მოვემზადოთ.
რაც შეეხება პირველ გამარჯვებას, მოთამაშეებმა იცოდნენ, რომ რთული მატჩი იქნებოდა. ხალხი მხოლოდ მოგებას ელოდა. ამ კუთხით მენტალურად ბევრს ვმუშაობდით. საერთოდ, ფეხბურთში მოგება ფსიქოლოგიურად კარგია. მაგრამ შესაძლოა, ზოგიერთ მოთამაშეში ამან საპირისპიროდ იმოქმედოს, მაგრამ ამაზეც ვმუშაობთ.
მატჩის შემდეგ მითხრეს, რომ წიტაიშვილს სამედიცინო შემოწმება უტარდება და იმედი მაქვს, რომ კარგად იქნება და ნაკრებს შემდეგ მატჩებში გამოადგება.
ჩაკვეტაძემ ითამაშა ზუსტად იმიტომ, რომ ბოლო შეკრებაზე ძალიან სერიოზულად მონდომებული იყო და თამაში დაიმსახურა – ეს თავდაჯერებულობისთვსიაც სჭირდებოდა. იყო მომენტები, რომლითაც ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. მაგრამ, მთლიანობაში კარგი იყო. ბულგარეთთან მისი თამაში ფიზიკურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
უკვე დავიწყე ბულგარეთთან თამაშზე ფიქრი, მაგრამ 48 საათში ვნახავ, ვინ როგორ ფიზიკურ მდგომარეოვბაშია. ასევე ვფიქრობ ისეთ მოთამაშეებზე, რომლებიც გუნდს ახალ სისხლს შემატებს.
ბოლოს ორი გოლი სწორი მოქმედებების შედეგი იყო. ასეთი დამოკიდებულებით და თამაშით გავაუმჯობესებთ შედეგებს. საბა ლობჟანიძეს აქვს შესანიშნავი მენტალიტეტი და ნეტავ ყველას გადაედოს მისი ასეთი დამოკიდებულება. საერთოდ, ბოლო დროს ვგრძნობ, რომ გუნდში ჯანსაღი დამოკიდებულებაა და ეს შედეგებზე აისახება.“