ვილი სანიოლი - მაქვს ერთი დიდებული გეგმა, ოთხი მატჩი მოვიგო ივნისში და ორი - სექტემბერში #1TVSPORT
გიბრალტართან ერთა ლიგის ახალი გათამაშების პირველ მატჩამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მზადებაზე ისაუბრა:
„რებრენდინგი ფედერციის გადაწყვეტილებაა და ამაზე ბევრს ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს კარგია და დადებით ატმოსფეროს შექმნის გუნდისა და ფედერაციის გარეშე. ვერ ვიტყვი, რომ ეს შედეგს მოედანზე უცბად მოგვცემს, მაგრამ იდენტობა არის მნიშვნელოვანი.
– ქვილითაიას და ოქრიაშვილის არყოფნას რაც შეეხება, ისინი სიაში იყვნენ, თითოეული მათგანი გუნდისთვის მნიშვნელოვანია. იმედია, ყველა მოთამაშე ივნისის მატჩებისთვის ფიზიკურად მზად იქნება.
– თანამედროვე ფეხბურთში სუსტი გუნდები აღარაა და რთულ მეტოქეებად ჩამოყალიბდნენ, მაგრამ ეს დამატებითი მოტივაციაა, რომ კარგად მოვემზადოთ ასეთი მატჩებისთვის. ჯერ არ მინდა, ბულგარეთთან შემდეგ მატჩზე კომენტარი გავაკეთო, რადგან ახლა მთლიანად კონცენტრირებულები ვართ გიბრალტართან შეხვედრაზე.
– 10 დღეში 4 მატჩი გველის – ეს იოლი სათამაშო გრაფიკი არ იქნება. ამიტომ შევადგინეთ მოთამაშეთა ვრცელი სია და ყველა მათგანს ექნება შანსი, რომ ერთა ლიგის ამ მატჩებში თავი გამოიჩინოს. ზოგმა შეიძლება გიბრალტართან ითამაშოს, ბულგარეთთან კი ტრიბუნაზე იჯდეს, მაგრამ ისინი ყველა მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან.
– ვერ ვიტყვით, ვინ რომელ თამაშს ჩაატარებს, მაგრამ, შესაძლოა, ვინმემ ტრავმა მიიღოს. ამიტომ წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ, ვინ როდის იქნება მზად. ფეხბურთი თეორია არ არის – ეს პრაქტიკაა.
– 6 დღეა უკვე ვვარჯიოშობთ. დასაწყისში დიდი განსხვავება იყო მოთამაშეთა ფიზიკურ მომზადებაში, მაგრამ ამ მიმართულებით ვმუშაობდით და მათ ძალიან კარგად მოახერხეს ძალების აღდგენა. ახლა მოთამაშეთა მზადებით კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება ჯგუფში ჩვენი ნაკრების მიზანს, მე მაქვს ერთი დიდებული გეგმა, 4 მატჩი მოვიგო ივნისში და 2 – სექტემბერში“.
საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრები გუნდების შეხვედრა (ერთა ლიგის ც 4 ჯგუფში) 2 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება – მატჩი 20:00-ზე დაიწყება.