„ბაიერნისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი ვილი სანიოლი აცხადებს, რომ „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი ლეროი ზანე მიუნხენურ კლუბს ვერ მოერგება. მისი აზრით, ფეხბურთელს ხასიათ არ უწყუბს ხელს.
„ზანე ვერაფრის მოერგება „ბაიერნს“ და აქ მე მის ხასიათს ვგულისხმობ. ის არათანმიმდევრული და ჩაკეტილი ადამიანია. მას უკვე საკმაოდ ბევრი პრობლემა ჰქონდა „მანჩესტერ სიტისთან“ და გერმანიის ნაკრებთან. ზანეში 80 მილიონის გადახდის ნაცვლად, მე კიდევ 20 მილიონს დავამატებდი და კაი ჰავერცს ვიყიდიდი“, – ამბობს სანიოლი.
რამდენიმე ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავად ზანეს ბაიერნში გადასვლა სურს და ამის სანაცვლოდ გარკვეულ დათმობებზე წასვლასაც აპირებს. კონკრეტულად, 24 წლის ფეხბურთელინ თანახმაა, რომ მისი ხელფასი 30 პროცენტით შემცირდეს.