ვილი სანიოლი - ხვიჩას ძალიან სჭირდება მხარდაჭერა და გვერდში ვუდგავართ #1TVSPORT
ვილი სანიოლმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნაკრებს ყველას თანადგომა სჭირდება. ამავე დროს, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა:
„რაც შეეხება, გადავდგები თუ არა, ყველა შეხვედრაში მოსაგებად გავდივარ. ჩვენ ახალგაზრდა მოთამაშეები გვყავს და მათ ვამზადებთ, რომ გაძლიერდნენ და ქთვენი მხარდაჭერა ამაში გვჭირდება. ამისთვის დიდი შრომა და ძალისხმევაა აუცილებელი. ვამზადებთ, რომ მომავალში საქართველოს ნაკრები უკეთესი იყოს, მაგრამ ზედმეტი წნეხისგან უნდა გავათავისუფლოთ, რომ თავი უფრო მაღალ დონეზე წარმოაჩინონ. ამიტომ მოგიწოდებთ, ერთად დავდგეთ. კითხვას კი არ გავურბივარ, ვამბობ რა არის საჭირო, რომ საქართველოს ნაკრებში მეტი ერთსულოვნება იყოს და მეტ წარმატებას მიაღწიოს.
ძალიან მიყვარს ესპანეთის ნაკრების მაგალითი, რომელსაც შედეგი არ ჰქონდა, მაგრამ ჰქონდათ ხედვა და ახალგაზრდების დაწინაურების სურვილი. მათ ერთსულოვნებით და მხარდაჭერით 2008 წლიდან უდიდეს შედეგებს მიაღწიეს. საქართველოს ნაკრები ახლა გადის ამ რთულ ფაზებს. მამარდაშვილი, კვარაცხელია, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე ნიჭიერი ბიჭები არიან. მჯერა, მალე საქართველოს ნაკრებს უფრო მაღალ დონეზე ავწევთ. ამაში თქვენი მხარადჭერა მნიშვნელოვანია.
ხუთ დღეში მწვრთნელი ვერ შეცვლის მოთამაშის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ჯადოქარი არ არის. ხვიჩა 20 წლის მოთამაშეა, ბევრი საზრუნავი აქვს, სირთულეები შეხვდა – ყველა ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება ვარდნა იყოს. კარგად გვესმის ერთმანეთის. ბევრ ცნობილ მოთამაშეს არ გაუტანია პენალტი, მაგრამ ეს არ განსაზღვრავს მის ხარისხს. დარწმუნებული ვარ, ნაკრებში ბოლომდე დაიხარჯება. ესპანეთის შემდეგ მის თამაშს დიდი გამოხმაურება მოყვა, იცის, რას ვითხოვ მისგან. ახლა ხვიჩას ძალიან სჭირდება მხარადაჭერა. გვერდში ვუდგავართ და დარწმუნებულები ვართ, შესაძლებლობებს მაქსიმალურად წარმოაჩენს“.