ვილი სანიოლი - გიორგი არაბიძეს პროგრესი აქვს და თუ ასე გააგრძელა, ნაკრებში გამოძახების კანდიდატი იქნება #1TVSPORT
ესპანეთთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს კითხვა ნაკრებში გიორგი არაბიძის არგამოძახების შესახებ დაუსვეს.
ქუთაისის „ტორპედოს“ თავდამსხმელმა ევროთასებზე კარგად ითამაშა და იყო მოლოდინი, რომ მას ნაკრებში დააბრუნებდნენ, მაგრამ საბოლოო სიაში მისი გვარი არ იყო.
„საერთოდ, ფეხბურთელის აქ არყოფნაზე კომენტარს არ ვაკეთებ, მაგრამ რადგან არაბიძეს ეხება, ვიტყვი, რომ მას ბოლო ორი წლის განმავლობაში მაღალ დონეზე არ უთამაშია.
მიხარია, რომ ახლა ძალიან მოუმატა და ჩანს, ბევრი რამ გამოასწორა, თუმცა ეროვნულ ნაკრებში მოსახვედრად რამდენიმე კვირა მაღალ დონეზე თამაში საკმარისი არ არის.
საჭიროა, სტაბილურად გააგრძელოს მსგავსად ასპარეზობა და თუ ასე მოხდა, გიორგი ეროვნულ გუნდში გამოძახების კანდიდატი იქნება, ისევე როგორც სხვა მოთამაშეები“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.