ვილი სანიოლი - ესპანეთთან 1:7 წავაგეთ, მაგრამ ვიშრომეთ და წინ წავედით #1TVSPORT
ვილი სანიოლი - ესპანეთთან 1:7 წავაგეთ, მაგრამ ვიშრომეთ და წინ წავედით #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა Fast Media-სთან ინტერვიუში სომხეთის ეროვნულ გუნდთან ერთა ლიგის B/C ლიგის ფლეი ოფის მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ეს ფეხბურთია. ხალხი ყოველთვის ბევრს ლაპარაკობს — ფეხბურთელები, მწვრთნელები, ჟურნალისტები, მაგრამ წინსვლის მხოლოდ ერთი გზა არსებობს — შრომა და დაუღალავი მუშაობა.

ნახეთ, წელიწად-ნახევრის წინ ესპანეთთან 1:7 წავაგეთ, მაგრამ შრომა გავაგრძელეთ, თამაშის ხარისხი გავაუმჯობესეთ და ახლა შედარებით უკეთეს პოზიციაზე ვართ.

სომხეთი ძალიან კარგი ქვეყანაა და როგორც ფრანგმა, კარგად ვიცი, რომ ჩვენს ერებს შორის ძალიან მტკიცე ურთიერთობა არსებობს“, — განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა.