ვილი სანიოლი - ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ფრანგულმა კლუბებმა კვარაცხელია არ აიყვანეს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა rmc sport-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ფრანგული კლუბები ინანებენ, ქართველი თავდამსხმელის აყვანა რომ არ ისურვეს.
„ისტორია, თუ როგორ არ მოხვდა „ნაპოლის“ ქართველი ტალანტი საფრანგეთში
21 წლის ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ამჟამად „ნაპოლში“ ბრწყინავს, ლიგა 1-ის კლუბებს შევთავაზე, – განუცხადა RMC Sport-ს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა.
„ნეაპოლელთა ქართველ აღმოჩენას, ხვიჩა კვარაცხელიას შეეძლო ლიგა 1-ში გაბრწყინება და საფრანგეთის ჩემპიონატი აფეთქება, როგორც ამას იტალიაში აკეთებს“ – წერს გამოცემა.
„მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ვისურვებდი, რომ ასე ყოფილიყო და საფრანგეთში ეთამაშა“, – ამბობს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი RMC Sport-თან ინტერვიუში.
ერთი წლის განმავლობაში საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ფრანგული კლუბები დაერწმუნებინა მის შესაძლებლობებში: „ფინანსური რისკები პრაქტიკულად ნულოვანი იყო. როდესაც თებერვალში უკრაინაში კონფლიქტი დაიწყო, ფეხბურთელი, რომელიც მაშინ ყაზანის „რუბინს“ ეკუთვნოდა, სამშობლოში დაბრუნდა. შემდეგ „ნაპოლიმ“ ტრანსფერის დასრულების შანსი გამოიყენა და გარიგებაზე 10 მილიონი ევრო დახარჯა. საფრანგეთში არც ერთ კლუბს არ სურდა ქართველის აყვანა. მხოლოდ ერთი დაინტერესდა, სამმა-ოთხმა უდიდესმა კლუბმა სერიოზულად არ მიიღო ჩემი რეკომენდაციები. მესმოდა, „ეს არის ფეხბურთელი, რომელიც 70 წუთის შემდეგ იღლება“, „ვილი, იცი, ის უბრალოდ ქართველია და არა – ბრაზილიელი, ნაკლებად პრესტიჟულია”. ასეთი რამ მაოცებდა“.
„ნაპოლიმ“ მაშინვე დადო ფსონი ქართველზე, რომელიც ძალიან სწრაფად მთავარი ფიგურა აღმოჩნდა. ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ ბრწყინვალე გამარჯვებაში, იტალიის ლიგაში კი სეზონი ოთხი გოლითა და პასით დაიწყო.
ვილი სანიოლის თქმით, კვარაცხელია საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ლიდერის, ფრანკ რიბერის ასლია: „ის არის ფეხბურთელი, რომელიც მზად იყო დასავლეთ ევროპაში დიდ დონეზე თამაშებისთვის. მისი დრიბლინგი და თვისებები მარცხენა ფლანგზე უკვე აღაფრთოვანებს „ნაპოლის“ ძალიან მომთხოვნ ტიფოზებს. აიღეთ რიბერი იმავე ასაკში და გაიხსენეთ, რისი გაუმჯობესება მოახერხა დროთა განმავლობაში. კვარაცხელიას სახით კი მის ზუსტ ასლს ვხედავ. ვისურვებდი, რომ მსგავსი კარიერა ჰქონდეს“.