ვილი სანიოლი - ჩაკვეტაძემ ორი-სამი დღე უნდა დაისვენოს, მაგრამ, მნიშვნელოვანია, რომ ნაკრებთან ერთად წამოვიდეს და გუნდის ნაწილი იყოს #1TVSPORT
ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ, რომელიც სლოვაკეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „რუზომბეროკთან“ დაპირისპირებაში (2:0) დაშავდა და მოედანი ნაადრევად დატოვა.
საქართველოს ნაკრებისა და „სლოვანის“ ნახევარმცველის ტრავმაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ისაუბრა და განაცხადა, რომ სავარაუდოდ, სერიოზული არაფერი იყო.
კითხვაზე, დაეხმარებოდა თუ არა გიორგი ჩაკვეტაძე ეროვნულ ნაკრებს 17 ნოემბერს მაროკოსთან, სანიოლმა განაცხადა, რომ „სლოვანის“ შემტევი შეკრებაზე იქნება, მაგრამ ჯერ არ იცის, ითამაშებს თუ არა.
„გიორგიმ გუშინდელი თამაშის შემდეგ 2-3 დღე უნდა დაისვენოს, ახლა ვერ გეტყვით, მაროკოსთან ითამაშებს თუ არა. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ წამოვიდეს და გუნდის ნაწილი იყოს“, – განაცხადა სანიოლმა.