ვილი სანიოლი - „ბაიერნის“ პრეზიდენტი რომ ვიყო, კიტეიშვილს ავიყვანდი #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლისთან ერთად „ბათუმი არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციას გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილიც ესწრებოდა.
„უნდა შევძლოთ და ჩვენი თამაშით კიდევ უფრო დიდი კლუბების ყურადღება მივიპყროთ. პირადად მე „ბაიერნის“ პრეზიდენტი რომ ვიყო, არჩევანს კიტეიშვილზე შევაჩერებდი“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.
თავად ოთარ კიტეიშვილი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:
„ყოველთვის ვცდილობ, სანაკრებო მატჩების წინ კარგ კონდიციებში ვიყო. ამ შემთხვევაშიც ასეა. მაქსიმალურად ვეცდები, თავი კარგად წარმოვაჩინო. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა, სავსე ტრიბუნების წინაშე გვეთამაშა, მაგრამ რას ვიზამთ, რეგულაციები უნდა დავიცვათ და არსებული რეალობა მივიღოთ“.
საქართველოსა და კოსოვოს ეროვნული ნაკრებების მატჩი ბათუმის ახალ სტადიონზე 2 სექტემბერს 20:00 საათზე გაიმართება. ქვეყანაში არსებული კოვიდ 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე, მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 5 სექტემბერს ბადახოსში ესპანეთს ესტუმრება, ხოლო 8 სექტემბერს სოფიაში ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. სამივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.