ვილი ისიანმა ესპანეთში საუკეთესო მატჩი გამართა და MVP-ის ტიტულიც მიიღო. ესპანური ლებ-პლატას ლიგის აღმოსავლეთ კონფერენციის მე-19 ტურში, ვილი ისიანის „მოლემ“ „hოსპიტალეტს“ უმასპინძლა და დამატებით დროში 96:85 სძლია.
ვილიმ პარკეტზე 46 წუთს დაჰყო და ყველაზე მეტი – 24 ქულა მოაგროვა (7/3 სამიანი, 10/5 ორიანი, 5/3 საჯარიმო, 8 მოხსნა, 4 დაფარება).
იგი კატალონიურ კლუბში გასულ იანვარს გადავიდა ესპანურივე „კასერესიდან.“ გუნდის გამოცვლის მთავარი მიზეზი სათამაშო დროის სიმცირე გახლდათ, რომელიც ვილის „მოლეში“ გაცილებით მეტი ექნება.