„ემპოლის“ ყოფილმა მეკარემ, გულიელმო ვიკარიომ „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი გააფორმა, – იუწყება ინგლისური კლუბის პრესსამსახური.
გავრცელებული ინფორმაციით, ხელშეკრულება 2028 წლამდე იქნება ძალაში. ლონდონელებმა ტრანსფერში 19 მილიონი ევრო გადაიხადეს.
26 წლის გოლკიპერმა „ემპოლის“ შემადგენლობაში სულ 71 მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად 14-ჯერ შეინახა.
ინგლისის ჩემპიონატის გასულ სეზონში „ტოტენჰემმა“ მერვე ადგილი დაიკავა და ევროთასებზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.