მილანური კლუბები – „ინტერი“ და „მილანი“ მზად არიან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველის, არტურო ვიდალის ხელში ჩასაგდებად იბრძოლონ.
როგორც Tuttosport-ი იტყობინება, ვიდალის მოქმედი ხელშეკრულება „ბაიერნთან“ 2019 წლის ზაფხულში იწურება. მიუნხენელებმა უკვე გამოაცხადეს „შალკედან“ ნახევარმცველ ლეონ გორეტცკას შეძენა, რითაც მიანიშნეს, რომ ნახევარდაცვის ხაზის გაახალგაზრდავება სურთ და საშუალებას მისცემენ ვიდალს – კონტრაქტის ამოწურვამდე დატოვოს გუნდი. თავად ჩილელიც არ არის წინააღმდეგი, იტალიაში დაბრუნდეს.
ფეხბურთელისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მქონე გუნდი იქნება პრიორიტეტული.
30 წლის ნახევარმცველმა ამ სეზონში 19 მატჩი ჩაატარა გერმანიის ბუნდესლიგაში და ექვსი გოლი გაიტანა.