ვეტერანმა მებრძოლმა ჯონ დოდსონმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატთან ახალი კონტრაქტი გააფორმა
The Ultimate Fighter-ის მე-14 სეზონის გამარჯვებულმა ჯონ დოდსონმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
ხელშეკრულების თანახმად, 35 წლის ვეტერანი UFC-ის ოქტაგონზე კიდევ 5 ბრძოლას ჩაატარებს. ინფორმაციას ამის შესახებ დოდსონის მენეჯერი რიკი კოტენსტეტე ავრცელებს.
ჯონ დოდსონს სპორტული კარიერის განმავლობაში დამარცხებული ჰყავს ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის (bantamweight) ყოფილი ჩემპიონი ტი ჯეი დილაშოუ. ამ გამარჯვების შემდეგ დოდსონმა flyweight დივიზიონში ტოპ-მებრძოლებს შორის დაიმკვიდრა ადგილი. მას ორჯერ აქვს ტიტულზე ბრძოლა ჩატარებული, თუმცა ორივე დაპირისპირება დემეტრიუს ჯონსონთან დოდსონის მარცხით დასრულდა.