ვეტერანი ქართველი მოფარიკავე გივი ანდრიაძე ევროპის ჩემპიონია
ვეტერანი ქართველი მოფარიკავე გივი ანდრიაძე ევროპის ჩემპიონია

ვეტერანმა ქართველმა მოფარიკავე გივი ანდრიაძემ ფარიკაობაში პროფესიონალ ექიმებს შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

76 წლის ანდრიაძეს ჩემპიონის ტიტულები ხმალსა და დაშნაში გადაეცა, რაპირაში კი ის მეორე ადგილზე გავიდა.
ევროპის ჩემპიონატი პროფესიონალ ექიმებს შორის 1997 წლიდან ტრადიციულად გერმანიაში ტარდება. შეჯიბრს ამჯერად ქალაქმა ბად ელსტერმა უმასპინძლა.

გივი ანდრიაძე ტიციან ტაბიძის შვილიშვილია.