ვეტერანი ძიუდოისტების ოთხი ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე #1TVSPORT
ლისაბონში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა სამი დღის ასპარეზობის შემდეგ ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
მსოფლიოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა ალექსი დავითაშვილი, რომელმაც +100კგ წონით კატეგორიაში M4 ასაკის ძიუდოისტებს შორის გაიმარჯვა. მსოფლიოს ჩემპიონები აგრეთვე გახდნენ – პაატა ღვინიაშვილი (-90კგ, M1), მამუკა კურდღელაშვილი (-60კგ, M5) და გიგლა ალიბეგაშვილი (-66კგ, M5). ვერცხლის მედლები მოიპოვეს – იოსებ მარგველაშვილმა (-90კგ, M3) და ლევან გოგინაშვილმა (+100კგ, M3). მესამე ადგილზე გავიდნენ – ელგუჯა გვასალია (-90კგ, M6), ნუგზარ კოჭლამაზაშვილი (-81კგ, M4) და ანზორ შეღვიაშვილი (+100კგ, M1).