ვესტბრუკის მორიგი სამმაგი დუბლი და "ოკლაჰომას" გამარჯვება "იუტასთან"
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი 3 შეხვედრა გაიმართა. “ოკლაჰომა სიტი სანდერმა” საკუთარ არენაზე “იუტა ჯაზს” უმასპინძლა და მეტოქეს 6 ქულის სხვაობით 100-94 სძლია. აღსანიშნავია რომ მესამე პერიოდში “იუტა” 15 ქულის სხვაობით იგებდა, თუმცა მასპინძლებმა თამაშის შემოტრიალება მაინც მოახერხეს. ოკლაჰომელთა რიგებში მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა რასელ ვესტბრუკმა, რომელიც მოედანზე საუკეთესო იყო. რასის ანგარიშზე 34 ქულა 13 მოხსნა და 14 პასი იყო. პოლ ჯორჯმა 21 ქულა დააგროვა. სტივენ ადამსმა კი პირად აქტივში 20 ქულა ჩაიწერa.
სტუმართა შორის 31 ქულით დონოვან მიჩელი გამოირჩა. დღეს გამთენიისას ნბა-ში კიდევ ორი შეხვედრა ჩატარდა. “ტორონტო რეპტორსმა” “ფინიქს სანსს” 126-113 მოუგო. “ვაშინგტონმა” კი “პორტლენდს” სტუმრად 106-92 სძლია.