„ოკლაჰომას“ გამთამაშებელმა რასელ ვესტბრუკმა სამმაგი დუბლი შეასრულა რეგულარული ჩემპიონატის მატჩში „კლივლენდის“ წინააღმდეგ (100:83).
30 წლის კალათბურთელმა თავის ანგარიშზე ჩაიწერა 23 ქულა, 19 მოხსნა და 15 შედეგიანი პასი. ეს იყო მის კარიერაში 107-ე სამმაგი დუბლი. ამ მაჩვენებლით ვესტბრუკი მესამე ადგილზე გადავიდა – გაუთანაბრდა ჯეისონ კიდს.
ლიდერად რჩება ოსკარ რობერტსონი, რომელსაც კარიერაში 181 სამმაგი დუბლი ჰქონდა. მეორეზეა – მეჯიქ ჯონსონი 138 ტრიპლ-დაბლით.