ვესტბრუკი იუტას ფანთან მომხდარი ინციდენტის გამო, 25 000 დოლარით დაჯარიმდა
ორი დღის წინ, ოკლაჰომა სიტიმ იუტა ჯაზს სტუმრად ანგარიშით 89:98 მოუგო და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. შეხვედრის მიმდინარეობისას, სანდერის ერთ-ერთ ლიდერს, რასელ ვესტბრუკს ინციდენტი მოუვიდა იუტას გულშემატკივართან.
ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორ მიმართავს უცენზურო სიტყვებით ოკლაჰომას გამთამაშებელი ფანს. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA-ს) სადისციპლინო კომიტეტმა მომხდარის გამო რასი დასაჯა და მას ჯარიმის სახით 25 000 დოლარის გადახდა დააკისრა.
რაც შეეხება ჯაზის გულშემატკივარს, რომელმაც სავარაუდოდ ვესტბრუკთან ინციდენტის პროვოცირება მოახდინა, იუტას ხელმძღვანელობამ დროებით ვივინტ სმარტ ჰოუმ არენაზე შესვლა აუკრძალა.