„ვესტ ჰემმა“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა იტალიის ნაკრების ფორვარდის ჯოვანი სკამაკას შეძენის შესახებ.
23 წლის ფეხბურთელი ლონდონურმა კლუბმა „სასუოლოდან“ გადაიბირა. ტრანსფერის თანხა არ დასახელებულა. „ვესტ ჰემმა“ იტალიელ ფეხბურთელთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა კიდევ ერთი წლით გახანგრძლოვების პერსპექტივით.
სკამაკამ გასულ სეზონში სერია A-ს 36 მატჩში 16 გოლი გაიტანა. ასევე მის ანგარიშზეა შვიდი მატჩი იტალიის ნაკრებში. ამ ზაფხულს ფორვარდის გადაბირება „პარი სენ-ჟერმენს“ სურდა.