„ვესტ ჰემმა“ დეკლან რაისის წასვლის შესახებ გამოაცხადა - ნახევარმცველში „არსენალმა“ სარეკორდო თანხა გადაიხადა #1TVSPORT
„ვესტ ჰემმა“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა ნახევარმცველ დეკლან რაისის წასვლის შესახებ.
ლონდონის „არსენალმა“ 24 წლის ფეხბურთელში 105 მილიონი ფუნტი გადაიხადა, რაც სარეკორდო თანხაა ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში.
„ბევრი აღმაფრენა განვიცადე. ძალიან გავიზარდე, როგორც პიროვნება, ფეხბურთელი და კაპიტანი. როცა კაპიტნის სამკლაურს ვატარებდი, არ ვგრძნობდი არაფერს, გარდა სიამაყისა და კლუბის მიმართ ლტოლვისა.
კულმინაცია გახდა კაპიტნის რანგში ევროთასის მიღება. ჩემი კავშირი გულშემატკივრებთან ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მადლობა ყველაფრისთვის.
ყველამ იცის, რაოდენ უნიკალური კლუბია „ვესტ ჰემი“. მადლობა ფანტასტიკური მოგონებებისთვის და საუკეთესო დღეებისთვის ჩემს ცხოვრებაში. ყველანი მიყვარხართ“, – ამ სიტყვებით გამოეთხოვა რაისი სოციალურ ქსელში „ვესტ ჰემს“.
რაისი „ვესტ ჰემის“ აღზრდილია. 2023-24 წლების სეზონში ნახევარმცველმა 50 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. კლუბთან ერთად მან კონფერენციის ლიგის გათამაშებაში გაიმარჯვა.