„ვესტ ჰემისა“ და უკრაინის ნაკრების თავდამსხმელმა რუს ფეხბურთელებს მიმართა - ხმა ამოიღეთ და აჩვენეთ საკუთარი ძალა, შეაჩერეთ ომი #1TVSPORT
„ვესტ ჰემის“ და უკრაინის ნაკრების თავდამსხმელმა, ანდრეი იარმოლენკომ გადაწყვიტა შეუერთდეს უკრაინის მხარდასაჭერ გლობალურ აქციას აგრესორის წინააღმდეგ და ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქე ფეხბურთელებს მოუწოდა, ომის წინააღმდეგ გაილაშქრონ.
„მე ვარ ანდრია იარმოლენკო, უკრაინის ნაკრების ფეხბურთელი. დავიბადე პეტერბურგში, მაგრამ გავიზარდე უკრაინაში და თავს 100%-ით უკრაინელად მივიჩნევ. კითხვები მაქვს რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებთან. ბიჭებო, რატომ ხართ ჩასვრილები და არაფერს ამბობთ? ჩვენს ქვეყანაში ხალხს ხოცავენ, ჩვენს ცოლებს, დედებს, შვილებს ხოცავენ, მაგრამ არაფერს ამბობთ, არაფერზე კომენტარს არ აკეთებთ. მითხარი, გთხოვთ, რა მოგივათ, თუ ყველა გაერთიანდებით და ხალხს აჩვენებთ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში?“, – ნათქვამია უკრაინელი ფეხბურთელის მიმართვაში.
მან რუს ფეხბურთელებს მიმართა, რომ აგრესიის წინააღმდეგ ხმა აიმაღლონ:
„ბევრ თქვენგანს ვიცნობ და თქვენ ყველამ მითხარით, რომ ასე არ უნდა ხდებოდეს. რას აკეთებს თქვენი პრეზიდენტი? ასე რომ, ბიჭებო, თქვენ გაქვთ გავლენა ადამიანებზე – აჩვენეთ ეს ძალა, ყველას გთხოვთ და შეაჩერეთ ომი. ვიცი, რომ ზოგიერთ თქვენგანს უყვარს კამერის წინ თავის გამოჩენა, მაგრამ ახლა დროა თავი გამოიჩინოთ რეალურ ცხოვრებაში. მადლობა ყველას ყურადღებისთვის. დიდება უკრაინას!“.