„ვესტ ბრომვიჩმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა სლავენ ბილიჩი.
ხორვატი სპეციალისტი „ვესტ ბრომვიჩში“ 2019 წლის ივნისში დაინიშნა. პირველივე სეზონში მან გუნდი პრემერლიგაში გადაიყვანა. ამ სეზონში „ვესტ ბრომვიჩი“ მე-19 ადგილზეა შვიდი ქულით. ბოლო ტურში მან სტუმრად 1:1 ითამაშა „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ.
უკვე ცნობილია, რომ ბილიჩს ცნობილი ინგლისელი სპეციალისტი სემ ელერდაისი შეცვლის. მან გუნდთან 18-თვიანი კონტრაქტი გააფორმა.
„გვჯერა და რაც უფრო მეტად მნიშვნელოვანია, სემსაც სჯერა რომ ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც დაეხმარებიან გუნდს პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაში“, – განაცხადა „ვესტ ბრომვიჩის“ სპორტულმა დირექტორმა ლუკ დოულინგმა.