„ვესტ ბრომვიჩმა“ საკუთარი ფეხბურთელის რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფის გამო პოლიციას მიმართა #1TVSPORT
„ვესტ ბრომვიჩმა“ პოლიციას მიმართა თავისი ფორვარდის კალუმ რობინსონის თაობაზე, რომელიც სოციალურ ქსელში რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა.
26 წლის ფეხბურთელმა შეურაცხმყოფელი შეტყობინებები პრემიერლიგის 30-ე ტურის შემდეგ მიიღო, რომელშიც მისმა გუნდმა 5:2 მოიგო, რობინსონმა კი დუბლი შეასრულა.
„ინსტაგრამში“ შეურაცხმყოფელი პოსტები გაუგზავნეს ირლანდიის ნაკრების მოთამაშეს მას შემდეგ, რაც მან ორჯერ გაუტანა „ჩელსის“ „სტემფორ ბრიჯზე“. კლუბი გაოგნებულია ამ შეტყობინებებით და შესთავაზებს კალუმს დახმარებასა და მხარდაჭერას.
კლუბი გააგრძელებს დისკრიმინაციის ყველა გამოვლინების წინააღმდეგ ბრძოლას, დაეხმარება პოლიციას გამიძიებაში და ეცდება ყველაზე მკაცრი იურიდიული სასჯელის მიღწევას.
ძალიან სამწუხაროა ის, რომ საფეხბურთო მატჩში გატანილმა ორმა გოლმა შეიძლება ასეთი რეაქციის პროვოცრება მოახდინოს. რასიზმი არ აქვს ადგილი. არსად“, – წერია „ვესტ ბრომვიჩის“ განცხადებაში.