„რომას“ ხელმძღვანელობა გეგმავს, რომ „ტოტენჰემის“ მცველ იან ვერტონგენს კონტრაქტი შესთავაზოს, – იუწყება Tuttosport.
გამოცემის ინფორმაციით, რომაელების სატრანსფერო პრიორიტეტი კრის სმოლინგია, თუმცა „მანჩესტერ იუნაიტედი“ ფეხბურთელს მხოლოდ 18 მილიონ ევროდ დათმობს, რაც ფინანსურ კრიზისში მყოფი რომაული კლუბისთვის დიდი თანხაა.
ვერტონგენის კონტრაქტი „ტოტენჰემთან“ სეზონის ბოლოს იწურება და ამ ფეხბურთელის ტრანსფერი „რომასთვის“ ფინანსური თვალსაზრისით უფრო ხელსაყრელი იქნება.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში საფეხბურთო კლუბ „რომას“ დავალიანებამ გუნდისთვის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 278.5 მილიონი ევრო შეადგინა.