ვერდი "ნაპოლიში" ანჩელოტის პირველი შენაძენი გახდა
ვერდი "ნაპოლიში" ანჩელოტის პირველი შენაძენი გახდა

იტალიის ნაკრების ნახევარმცველი სიმონე ვერდი “ნაპოლის” ფეხბურთელი გახდა. 25 წლის მოთამაშეს უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება. ნეაპოლურ კლუბს ტრანსფერი 25 მილიონი ევრო დაუჯდა.

ვერდი იტალიის ვიცე-ჩემპიონის პირველი შენაძენია მას შემდეგ, რაც გუნდს სათავეში კარლო ანჩელოტი ჩაუდგა.

2016 წლიდან ვერდი “ბოლონიას” ღირსებას იცავდა, ჯამში 62 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. ნახევარმცველი 2017 წელს მიიწვიეს იტალიის ნაკრებში, რომელშიც ოთხი მატჩის ჩატარება მოასწრო.
გია თვალაბეიშვილი