ვენის „რაპიდის“ სპორტული დირექტორი გიორგი ჩაკვეტაძისადმი ინტერესს ადასტურებს #1TVSPORT
ვენის „რაპიდის“ სპორტულმა დირექტორმა, მარკუს კაცერმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძისადმი ინტერესი დაადასტურა და აღნიშნა, რომ ავსტრიულ კლუბს ქართველის თაობაზე ხანგრძლივი მოლაპარაკებები ჰქონდა.
კაცერს არ სურს, ზაფხულის სატრანსფერო პოლიტიკა გუნდის ამჟამინდელ შედეგებზე იყოს დამოკიდებული. მისი გეგმაა, გულშემატკივრებისთვის მიცემული პირობა შეასრულოს და შემადგენლობა გააძლიეროს. სწორედ ამიტომ „რაპიდი“ ფეხბურთელების დაკვირვებაზე დიდ დროს ხარჯავს.
„თითოეულ კვირაში 50 მოთამაშეს ვუყურებ. სინამდვილეში, მხოლოდ რამდენიმე მათგანია საინტერესო. ახალწვეულებისადმი სერიოზული მოთხოვნები გვაქვს, ჩვენი მთავარი მიზანი სათამაშო ხარისხის გაუმჯობესებაა.
ვერ ვიმკითხავებ. ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით ხანგრძლივი მოლაპარაკებები გვქონდა და ამ მომენტამდე გრძელი გზა გავიარეთ“, – განაცხადა კაცერმა.
„გენტის“ 23 წლის ქართველი ფეხბურთელი ამჟამად იჯარით ბრატისლავას „სლოვანში“ თამაშობს. მისი სატრანსფერო ღირებულება 2.2 მილიონი ევროა. ჩაკვეტაძემ ბელგიაში ჩატარებულ 81 მატჩში რვა გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა, „სლოვანში“ ჩატარებულ 45 შეხვედრაში კი ერთი გოლი გაიტანა და თავი ცხრა საგოლე გადაცემით გამოიჩინა.