ვენგერს "დორტმუნდის" ვარიანტიც გამოუჩნდა
ვენგერს "დორტმუნდის" ვარიანტიც გამოუჩნდა

ფრანგი სპეციალისტი არსენ ვენგერი, რომელმაც “არსენალთან” მუშაობის 22 წლის შემდეგ, გუნდიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა, შესაძლოა ბუნდესლიგაში გადავიდეს და დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავოს.

გერმანული კლუბი სერიოზულად განიხილავს არსენ ვენგერის მიწვევას და როგორც ცნობილი ხდება, “დორტმუნდს” უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ ამ სეზონის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პეტერ შტიოგერს გაუშვებს.

ფრანგ სპეციალისტს სხვა შეთავაზებებიც აქვს, კერძოდ ჩინური და იაპონური კლუბებისგან, აგრეთვე პრემიერლიგის ბინადარ “ევერტონისგან”.

თავად 72 წლის ვენგერმა რამდენიმე ხნის წინ დაადასტურა, რომ “არსენალიდან” წასვლით სამწვრთნელო კარიერის დასრულებას არ აპირებს.