ვეინალდუმი „ლივერპულს“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში ვერ დაეხმარება
„ლივერპულის“ ცენტრალური მცველი ვირგილ ვან დეიკი მსოფლიოს საკლუბო ჩეპიონატის ნახევარფინალში მონაწილეობას მიიღებს, ნახევარმცველი ჯორჯინიო ვეინალდუმი კი ამას ვერ შეძლებს, იუწყება ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC).
ვან დეიკმა ორშაბათის ვარჯიში გამოტოვა, თუმცა იურგენ კლოპმა წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ჰოლანდიელი მწყობრშია.
„რაც შეეხება ვეინალდუმს, მისი ტრავმა იმდენად სერიოზული არ არის, რამდენადაც გვეგონა, თუმცა მოედანზე გასვლას ის მაინც ვერ შეძლებს“, – განაცხადა კლოპმა.
„ლივერპულს“ ასევე ვერ დაეხმარებიან დეიან ლოვრენი, ჟოელ მატიპი და ფაბინიო.
მატჩი „ლივერპულსა“ და მექსიკურ „მონტერეის“ შორის 18 დეკემბერს გაიმართება და გამარჯვებული ფინალში ბრალზილიურ „ფლამენგოსა“ და საუდის არაბეთის „ალ-ჰილალს“ შორის მოგებულს შეხვდება.