ვეა „პარი სენ-ჟერმენიდან“ „ლილში“ გადადის
ვეა „პარი სენ-ჟერმენიდან“ „ლილში“ გადადის

ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების თავდამსხმელი ტიმოთი ვეა „პარი სენ-ჟერმენიდან“ „ლილში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

„ტელეფუტი“ იტყობინება, რომ მხარეებმა 1995 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელ ჯორჯ ვეას 19 წლის შვილის გადასვლის დეტალები უკვე შეათანხმეს. ტრანსფერის თანხა შვიდიდან ათ მილიონ ევრომდეა.

წინა სეზონში ტიმოთი ვეამ საფრანგეთის ჩემპიონატში ორ თამაშში ერთი გოლი გაიტანა, ზამთარში კი იჯარით „სელტიკში“ გადავიდა, სადაც 17 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.