შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა სტენ ვავრინკამ ამერიკის ღია ჩემპიონატზე რუს დანილ მედვედევთან მეოთხედფინალში დამარცხების შემდეგ გაზეთ „მატენთან“ (Le Matin) განაცხადა, რომ რუსს ტურნირის მოგება ძალიან გაუჭირდება.
ვავრინკას აზრით, მედვედევი თამაშიდან თამაშამდე უფრო დაღლილად გამოიყურება და ამასთანავე რუსს უფრო ძლიერ მეტოქეებთან მოუწევს პაექრობა.
„ეს მხოლოდ ჩემი აზრია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ტიტულამდე მედვედევს ორი ნაბიჯი აშორებს“, – დაარულა შვეიცარიელმა.