ვატო არველაძემ თურქეთის თასზე გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

დიდი ხნის პაუზის შემდეგ ვატო არველაძე მოედანს დაუბრუნდა და გოლის გატანა მოახერხა. ეს თურქეთის თასის 1/16-ფინალში მოხდა, სადაც „ფათიჰ კარაგუმრუქი“ „ბოდრუმსპორს“ შეხვდა.

ვატო არველაძის გუნდი მეორე ლიგის „ბოდრუმსპორს“ საშინაო არენაზე დაუპირისპირდა და იოლად დაამარცხა. „ფათიჰ კარაგუმრუქის“ მოთამაშეებმა შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს – მეტოქის კარი შესვენებამდე 4-ჯერ აიღეს. საბოლოოდ, „ფათიჰ კარაგუმრუქმაი“ 4:0 მოიგო და თურქეთის თასის 1/8-ფინალში გავიდა.

23 წლის ქართველი ლეგიონერი „ფათიჰ კარაგუმრუქის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 79 წუთი ითამაშა. თავის გამოჩენა მან 43-ე წუთზე მოახერხა, როდესაც თანაგუნდელისგან ბურთი მიიღო, კარგად შეაფასა ვითარება, იყო თუ არა თამაშგარე მდგომარეობაში და მეკარეს ეფექტურად გაუტანა.

23 წლის თავდამსხმელს, რომელსაც ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია, ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა და ფორმაში შესვლას ცდილობს. არველაძისთვის ეს გოლი ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანია, რადგან ბოლოს გოლი 2019 წელს, ბაქოში გაიტანა, სადაც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯანის თანატოლთა გუნდი 2:0 დაამარცხა.