ვატო არველაძემ პოლონეთის ჩემპიონატის ოთხ შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა
ვატო არველაძემ პოლონეთის ჩემპიონატის ოთხ შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა

ვატო არველაძემ პოლონეთის ჩემპიონატის ბოლო ოთხ შეხვედრაში გოლი მეოთხედ გაიტანა. კიელჩეს „კორონას“ 21 წლის ქართველმა ლეგიონერმა ამჯერად თავი ბელოსტოკის „იაგელონიასთან“ გასვლით მატჩში გამოიჩინა და ამჯერადაც ეფექტური გოლით.

ვატო არველაძემ თამაში ამჯერადაც ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 37-ე წუთზე კიდევ ერთი ლამაზი გოლი გაიტანა. „კორონას“ ქართველი ლეგიონერი „იაგელონიასთან“ ბურთიანად ნახევარზე საკუთარი ნახევრიდან დაიძრა, საჯარიმომდე ყველა მეტოქე ჩამოიშორა და კარის ბადე ძლიერი დარტყმით აიღო, მისმა გუნდმა კი მოიგო – 3:1.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის არველაძე ვლადიმირ ვაისმა შვეიცარიასთან (23 მარტი) და ირლანდიასთან (26 მარტი) მატჩებისთვის გამოიძახა – ეს ახალგაზრდა თავდამსხმელისთვის საქართველოს ნაკრებში პირველი მიწვევაა.

არველაძემ პოლონეთის ჩემპიონატში თამაში არადამაჯერებლად დაიწყო და პირველ რვა შეხვედრაში გოლი არ ჰქონდა გატანილი, მაგრამ გუნდთან ადაპტაცია გაიარა, მეორე წრეში ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა და შედეგიანადაც ათამაშდა.