"ვაშინგტონმა" "ტორონტოსთან" ანგარიში გაათანაბრა
"ვაშინგტონმა" "ტორონტოსთან" ანგარიში გაათანაბრა

კანადაში ზედიზედ ორი განცდილი მარცხის შემდეგ, “ვაშინგტონ ვიზარდსმა” “ტორონტოს” საკუთარ “კეპიტალ უან არენაზე” რიგით მეორე მატჩი მოუგო და წონასწორობა აღადგინა.

სერიის მეოთხე მატჩის პირველი ტაიმი “ტორონტომ” უკეთ ჩაატარა და შესვენებაზე 11 ქულიანი უპირატესობით გავიდა. მესამე პერიოდიდან ვაშინგტონელები გააქტიურდნენ და საბოლოოდ შეხვედრა 8 ქულის სხვაობით 106-98 მოიგეს. ბრწინვალე მატჩი გამართა ბრედლი ბილმა (31 ქულა), 27 ქულითა და 14 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა ჯონ ვოლმა. 12-12 ქულით დაასრულეს მატჩი ოტო პორტერმა და მარცინ გორტატმა.

სტუმართა შორის საუკეთესო 35 ქულით დემარ დეროუზანი გამოდგა. კაელ ლაურის ანგარიშზე 19 ქულაა. მომდევნო მატჩი ამ ორ გუნდს შორის 26 აპრილს ტორონტოში ჩატარდება.