ვაშინგტონის მსოფლიო თასზე ირმა ხეცურიანმა - ოქროს, ნინა თიბილაშვილმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ვაშინგტონში მიმდინარე ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გათამაშებაზე ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ნახევარფინალში უნგრელი მეზო ანგარიშით 15:4 დაამარცხა, ფინალურ დაპირისპირებაში კი იტალიელ პასკუიონოს 15:11 მოუგო და 2023 წელს პირველი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ამავე ტურნირზე წარმატებულად გამოვიდა ნინა თიბილაშვილიც. მან ეტლით ფარიკაობაში ვაშინგტონის მსოფლიო თასზე ხმლის ასპარეზობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე ირმა ხეცურიანი რაპირით გამოსვლისას ვერცხლის მედალს დაეუფლა.