“ევერტონის” ფორვარდი უეინ რუნი 2017-18 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს ლივერპულურ კლუბს და ამწერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ლიგაში, ‘მეიჯორ ლიგ სოკერში’ (MLS), კერძოდ კი “დი სი იუნაიტედში” გადავა სათამაშოდ, – წერს გაზეთი ‘ვაშინგტონ პოსტი’.
გამოცემის ინფორმაციით, ვაშინგტონური კლუბის ბოსები და 32 წლის ინგლისელი ფორვარდი სავარაუდო თანამშრომლობაზე მოლაპარაკებებს ამჟამად აწარმოებენ.
რამდენიმე ხნის წინ პრესაში დაიწერა, რომ “დი სი იუნაიტედს” სერიოზულად აქვს განზრახული შეტევის გაძლიერება. გუნდის პოტენციურ ახალწვეულებს შორის არიან ასევე ფერნანდო ტორესი, რომელიც ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს მადრიდის “ატლეტიკოს” და “ბოკა ხუნიორსის” ფორვარდი კარლოს ტევესი.
უეინ რუნიმ ამ სეზონში 40 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. მისი კონტრაქტი “ევერტონთან” 2019 წლის ზაფხულამდეა ძალაში.