ვარლამ ლიპარტელიანი - „მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს: დავით ჯერ კიდევ გაქვს შანსი...“ (ვიდეო)
ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირება მწვავდება. თუ ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება, ნაკრების წევრები არც ვარჯიშს და არც ტურნირებში მონაწილეობას აპირებენ.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი. ვარლამ ლიპარტელიანი. პირველ არხზე გადაცემას „სპორტი 360°“ ესტუმრა, სადაც არსებულ კონფლიქტზე და ქართული ძიუდოს პრობლემებზე ისაუბრა.
საუბრის მიწურულს მან საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ქევხიშვილს მიმართა:
„მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო მას: დავით ჯერ კიდევ გაქვს შანსი, მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება და რომ ქართველ გულშემატკივარს დაამახსოვრდე როგორც ღირსეული ადამიანი. მიეცი საშუალება სპორტსმენებს, რომ გააგრძელონ ვარჯიში და კარიერა. აქ არიან ადამიანები ვისზეც პირადად მე ვარ პასუხისმგებელი, რომ ბევრჯერ ასახელებენ ჩვენს ქვეყანას და გაახარებენ ქართველ გულშემატკივარს.“