ვარლამ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი და წონის პირველი ნომერი ვარლამ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს. ქართველმა ნახევარფინალური დაპირისპირება იაპონელ აარონ ვოლფტან ვაზარით დათმო. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მისი მეტოქე რუსი ილიასოვა იქნება.

ლიპარტელიანი პირველ წრეში ისვენებდა, მეორე წრეში მან ეგვიპტელი დარვაში გაფრთხილებებით დაამარცხა. მეოთხედფინალში კი კანადელ შადი ელნაჰასს სძლია.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ტურნირზე საქართველოს ნაკრების ყულაბაში ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მო იპოვეს. ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს პირველი არხი და ტელესკოლა გთავაზობთ.

ძიუდო

29 ივლისი

ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.)

1/8. ლიპარტელიანი VS დარვიში (ეგვიპტე)

1/4. ლიპატელიანი VS ელნაჰასი (კანადა)

1/2. ლიპარტელიანი VS ვულფი (იაპონია)

III ადგილისთვის. ლიპარტელიანი VS ილიასოვი (ROC)

 

24 ივლისი

ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.)

1/8. ჩხვიმიანი VS ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)

1/4. ჩხვიმიანი VS ტაკატო (იაპონია)

რეპეშაჟი. ჩხვიმიანი VS კიმი (კორეა)

 

25 ივლისი

ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ.)

1/16. ლევიცკა-შუკვანი VS ანესტორი (ჰაიტი)

1/8. ლევიცკა-შუკვანი VS ბუშარი (საფრანგეთი)

 

25 ივლისი

ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) – ვერცხლი

1/8. მარგველაშვილი VS შამილოვი (ROC)

1/4. მარგველაშვილი VS შმაილოვი (ისრაელი)

1/2. მარგველაშვილი VS ანი (კორეა)

ფინალი. მარგველაშვილი VS აბე (იაპონია)

 

26 ივლისი

ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.)

1/16. ლიპარტელიანი VS მუკუნგუი (ბურუნდი)

1/8. ლიპარტელიანი VS სთოლი (გერმანია)

1/4. ლიპარტელიანი VS სისიკე (საფრანგეთი)

რეპეშაჟილიპარტელიანი VS კოვალჩიკი (პოლონეთი)

III ადგილი. ლიპარტელიანი VS იოშიდა (იაპონია)

 

26 ივლისი

ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) – ვერცხლი

1/16. შავდათუაშვილი VS შენი (საფრანგეთი)

1/8. შავდათუაშვილი VS ჰუსეინი (ჯიბუტი)

1/4. შავდათუაშვილი VS მარგელიდონი (კანადა)

1/2. შავდათუაშვილი VS ანი (კორეა)

ფინალი. შავდათუაშვილი VS ონო (იაპონია)

 

27 ივლისი

ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.)

1/16 ფინალი. გრიგალაშვილი VS მუროდოვი (ტაჯიკეთი)

1/8 ფინალი. გრიგალაშვილი VS ლი (კორეა)

1/4 ფინალი. გრიგალაშვილი VS მოლაეი (მონღოლეთი)

რეპეშაჟიგრიგალაშვილი VS ბოტაბოევი (უზბეკეთი)

III ადგილი: გრიგალაშვილი VS კასე (ბელგია)

 

28 ივლისი

ლაშა ბექაური (90კგ) – ოქრო

1/16 ფინალი. ბექაური VS კუჩერა (პოლონეთი)

1/8 ფინალი. ბექაური VS კოჩმანი (ისრაელი)

1/4 ფინალი. ბექაური VS ბობონოვი​ (უზბეკეთი)

1/2 ფინალი. ბექაური VS იგოლნიკოვი (ROC)

ფინალი. ბექაური VS ტრიპელი​ (გერმანია)

 

30 ივლისი

გურამ თუშიშვილი (+100 კგ.)