ჩინეთში, 15 დეკემბერს დაწყებულ წლის შემაჯამებელ ტურნირზე, გუანჯოუს მასტერსზე, საქართველოს ნაკრები მორიგ მედალს მოიპოვებს. 100 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ნახევარფინალში ვარლამ ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი პეტერ პალჩიკი დაამარცხა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ვერცხლის მედალი განაღდებული აქვს.
გადამწყვეტ ბრძოლაში ლიპარტელიანი მონღოლ ოტგონბაატარ ლხაგვასურენს შეხვდება.