ვარკეთილში მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე ექვსი პირი დააკავეს
ვარკეთილში 23 სექტემბერს მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე ექვსი პირია დაკავებული. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამასთან, გამოძიება მიმდინარეობს კიდევ ერთი, სსკ-ის 178-ე, ძარცვის მუხლით.
შსს-ს პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ საქმის დეტალების შესახებ ინფორმაცია ხვალ გავრცელდება.