ვარჯიში სრული შემადგენლობით - საქართველოს ნაკრები ბათუმში გაემგზავრება #1TVSPORT
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება სრული შემადგენლობით პირველად მოახერხა.
ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე საწვრთნელი პროცესი ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა და მასში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ოქტომბრის საწვრთნელ შეკრებაზე ვილი სანიოლის გუნდი თბილისში ბოლო ვარჯიშს 7 ოქტომბერს გამართავს და ხვალვე ჩარტერული რეისით ბათუმში გაემგზავრება.
აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო პერიოდში პირველი შეკრებაა, სადაც საქართველოს ნაკრებში თითქმის ყველა ის ფეხბურთელია, ვისი იმედიც შეტევაში გულშემატკივარს აქვს – გიორგი ჩაკვეტაძე, საბა ლობჟანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია. გუნდს მხოლოდ ტრავმირებული ოთარ კიტეიშვილი დააკლდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).
დაცვა: გოგა ჩაბრაძე, ირაკლი აზაროვი (ორივე – დინამო, ბათუმი, საქართველო), გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო).
ნახევარდაცვა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ლადო მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია).
თავდასხმა: ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი).
„ბათუმი არენაზე“ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურის მატჩი საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის 9 ოქტომბერს გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება – პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).