ვარჯიში ძლიერი წვიმის ფონზე - საქართველოს ნაკრები ხორვატიისთვის ემზადება
19 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ქალაქ პულაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიას შეხვდება.
ორი დღეა, რაც „ჯვაროსნები“ ხორვატიაში არიან და წლის ბოლო მატჩისთვის ემზადებიან. 17 ნოემბერს ქალაქ მედულინში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა საწვრთნელ პროცესში, რომლებიც ერთი საათი ძლიერი წვიმის ფონზე მიმდინარეობდა.
18 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები მატჩის მასპინძელ სტადიონზე ბოლო ვარჯიშს გამართავს, მანამდე კი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიას შეხვედრისთვის შემდეგი შემადგენლობით ემზადება:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო, თბილისი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე – ტობოლი,ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია(ლეგია, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), გუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი)