ვარჯიში ამხანაგურ მატჩამდე - „დინამო თბილისი“ სეზონისთვის მზადებას ბელეკში განაგრძობს #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ თურქეთში ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. ბელეკში „დინამო თბილისმა“ პირველ ამხანაგურ მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა. ანტალიაში დილიდან გადაუღებლად თოვდა, თუმცა საღამოს ამინდი გამოსწორდა და სავარჯიშო პროცესი შეუფერხებლად წარიმართა.
კახა ცხადაძის განკარგულებაში 25 ფეხბურთელი იყო, მცირე დაზიანების გამო ვარჯიში ლევან ხარაბაძემ გამოტოვა. დინამოელები თურქულ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ მატჩს 26 იანვარს საფეხბურთო კლუბ „ლვოვთან“ გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება და მისი ხილვა „დინამოს“ YouTube არხით იქნება შესაძლებელი.
დღევანდელ ვარჯიშში მონაწილება 25-მა ფეხბურთელმა მიიღო:
მეკარეები: ანდრეს პრიეტო, დათო კერესელიძე, ლუკა კუტალაძე, მიხეილ მაქაცარია.
მცველები: საბა ხვადაგიანი, საიმონ ბენიო, ალექსანდრე კალანდაძე, ირაკლი იაკობიძე, თორნიკე ჯანგიძე, სტეფენ ბიტოკი, გიორგი მაისურაძე.
ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, ანზორ მექვაბიშვილი, ნოდარ ლომინაძე, დიტო ფაჩულია, გიორგი მოისწრაფიშვილი, თორნიკე კირკიტაძე, უსმანე კამარა, ბარნს ოსეი, დმიტრი ანტილევსკი, გიორგი გვიშიანი
თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა, დავით სხირტლაძე, სტანისლავ ბილენკი, ჯადული იობაშვილი.