ვარდან მინასიანი - „თელავის“ ფეხბურთელებს თავდაჯერებულობა აკლიათ #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-11 ტურში „თელავმა“ სტუმრად „გაგრასთან“ 1:1 ითამაშა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ვარდან მინასიანი ამბობს, რომ მისი გუნდის მოთამაშეებს თავდაჯერებულობა აკლიათ.
„ძალიან ნერვული თამაში იყო. ფეხბურთელებს თავდაჯერებულობა აკლიათ, მაგრამ მოგებებთან ერთად ეს პრობლემაც მოიხსნება. მთლიანობაში, ბიჭებთან მუშაობით კმაყოფილი ვარ“, – ამბობს ვარდან მინასიანი.
ამჟამად „თელავი“ შვიდი ქულით გათამაშების ცხრილში მერვე ადგილზეა. ვარდან მინასიანის გუნდი ეროვნული ლიგის მე-12 ტურის მატჩს 6 მაისს, 18:00 საათზე შინ, „კავკასიონი არენაზე“ წყალტუბოს „სამგურალის“ წინააღმდეგ გამართავს.